პუტინმა სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 90
პუტინმა სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.
"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვ.ვ. პუტინის გადაწყვეტილებით, მოახლოებულ მართლმადიდებლურ დღესასწაულთან, აღდგომასთან დაკავშირებით, 2026 წლის 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის დასრულებამდე ცეცხლის შეწყვეტა ცხადდება"- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
7 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: "თუ რუსეთი მზად იქნება შეწყვიტოს უკრაინულ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები, უკრაინა მზადაა, ანალოგიურად უპასუხოს". მისი თქმით, ამის შესახებ უკრაინის წინადადება რუსულ მხარეს ამერიკელების მეშვეობით გადაეცა
No article in the selected categories
