ტურისტულ და ბიზნესს ვიზის მფლობელებს აშშ-მა შესაძლოა, $15 ათასი გარანტიის სახით მოსთხოვოს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 174
აშშ იწყებს საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ტურისტული და ბიზნესს ვიზის მფლობელებს შესაძლოა, 15 ათას დოლარამდე გარანტია მოსთხოვონ. როგორც Reuters წერს, ამით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმ კატეგორიის ვიზიტორების შემცირება უნდა, რომლებიც ვიზით განსაზღვრული დროის შემდეგაც რჩებიან.
საპილოტე პროგრამა აშშ-ის საკონსულო ოფიცრებს აძლევს დისკრეციას მოითხოვოს ფულადი გარანტია იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ ვიზიტორებს, სადაც ვიზების ვადაგადაცილების მაღალი მაჩვენებელია. გარანტიას ასევე მოსთხოვენ იმ ქვეყნების მოქალაქეებსაც, სადაც სკრინინგი და შემოწმება სათანადოდ ვერ ხდება.
მიგრაციის საკითხი დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ტრამპი ამერიკელებს მასობრივ დეპორტაციას და არალეგალური მიგრაციის შეჩერებას ჰპირდებოდა. 2025 წლის ივნისში პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 19 ქვეყნის მოქალაქეებს სრულად ან ნაწილობრივ აეკრძალათ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბაბით ქვეყანაში შესვლა. ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ასეთი ქვეყნების ჩამონათვალი კიდევ გაიზრდება. ჯერჯერობით უცნობია რომელ ქვეყნებზე გავრცელდება საპილოტე პროგრამა. ახალი წესი 20 აგვისტოდან ამოქმედდება და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ტურისტებსა და ბიზნესს ვიზიტორებს გარანტიით განსაზღვრული თანხა ვიზის ფარგლებში ქვეყნის დატოვებისთანავე დაუბრუნდებათ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყნები, რომლის მოქალაქეებსაც შესაძლოა, ფულადი გარანტია მოსთხოვონ ვიზის ვადაგადაცილების მაღალი მაჩვენებლით, სკრინინგისა და შემოწმების ხარვეზებით და საგარეო პოლიტიკის მოსაზრებებით შეირჩევიან.

No article in the selected categories