აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ბრძანების საწინააღმდეგოდ იმიგრანტების დეპორტაცია აკრძალა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 154
აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე აშშ-ის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს არალეგალი მიგრანტებისათვის თავშესაფრის მიცემის პროცედურაზე უარის თქმა აეკრძალათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 2025 წლის იანვარში გაცემულ ბრძანებასთან, რომლის თანახმადაც აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადამკვეთი პირებისათვის აკრძალული იყო თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებული პროცედურის ჩატარება.
ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი დოკუმენტების არ ქონა ან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ უარყოფილი იყოს პირის მოთხოვნა თავშესაფართან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს წარმოექმნათ ვალდებულება, ტრამპის ბრძანებამდე არსებული პროცედურების აღდგენის თაობაზე. ყოველივე ეს პრეზიდენტის განკარგულებასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის.
ფედერალური სასამართლოს აზრით, აშშ-ის კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შედეგად არსებული ნორმები კრიტიკული ჰუმანიტარული დახმარების შესახებ იმაზე მაღლა დგას, ვიდრე პრეზიდენტის ბრძანება.

No article in the selected categories