ამერიკასა და ჩინეთს შორის დროებით სავაჭრო შეთანხმება 90 დღით გახანგრძლივდა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 142
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ჩინეთთან გაფორმებული დროებითი სავაჭრო შეთანხმება კიდევ 90 დღით გახანგრძლივდება. ამ ნაბიჯით პრეზიდენტმა მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის დაპირისპირების ახალი ეტაპის დაწყება აირიდა თავიდან.
როგორც ოფიციალურ ვაშინგტონში, ისე პეკინში თანხმდებიან, რომ დროებითი შეთანხმების 90 დღით გახანგრძლივება დაეხმარება ქვეყნებს, უფრო მშვიდ, ნაკლებად ფორსმაჟორულ რეჟიმში განაგრძონ საბოლოო დოკუმენტზე მუშაობა და საბოლოოდ მიაღწიონ ისეთ გარიგებას, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება ხელსაყრელი. თუ ორი ქვეყნის წარმომადგენლები ინტელექტუალური საკუთრების უფლებებისა და ინდუსტრიული სუბსიდიების შესახებ უთანხმოებას გადაჭრიან, მაშინ შემოდგომაზე შესაძლოა ტრამპისა და სი ძინ ფინის ერთობლივი ვიზიტიც ვიხილოთ.

No article in the selected categories