ვლადიმერ პუტინსა და კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„ორივე მხარემ დაადასტურა ერთგულება მეგობრობის, კეთილმეზობლობის და ყველა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისადმი, 2024 წლის 19 ივნისს ფხენიანში გაფორმებული რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა კიმ ჩენ ინთან საუბრისას განიხილა შეერთებულ შტატებთან დაგეგმილი მოლაპარაკებების, რომელიც ალასკაში გაიმართება, დეტალები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერა კურსკის ოლქის გათავისუფლების პროცესში.