საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 239
საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქალაქ პატრასთან, ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო 25 დასახლებული უბნიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
სააგენტოს ცნობით, დამწვარია საცხოვრებელი სახლები და ქარხნები. ტყის ხანძარი გავრცელდა ქიოსსა და ზაკინთოსზეც.
ცეცხლის ჩასაქრობად 5000-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს. საბერძნეთში ტყის ხანძრებს ჰაერის რეკორდულად მაღალ ტემპერატურას, ძლიერ ქარსა და გვალვას უკავშირებენ.

No article in the selected categories