თუ ალასკაზე დაგეგმილი პირველი შეხვედრა წარმატებული იქნება, შესაძლოა, უკრაინის საკითხზე მეორე, სამმხრივი შეხვედრაც შედგეს - ტრამპი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 253
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან ალასკაზე დაგეგმილი პირველი შეხვედრა წარმატებული იქნება, შესაძლოა, უკრაინის საკითხზე მეორე, სამმხრივი შეხვედრაც შედგეს.
„თუ პირველი შეხვედრა კარგად ჩაივლის, მე თითქმის მაშინვე მსურს მეორე შეხვედრის გამართვა პუტინს, ზელენსკის და ჩემ შორის, თუკი მათ ჩემი დასწრება მოესურვებათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ პუტინთან შეხვედრაზე „საჭირო პასუხებს ვერ მიიღებს“, მეორე შეხვედრა არ გაიმართება.
კითხვაზე, დადგება თუ არა პუტინისა და რუსეთისთვის რაიმე შედეგი, თუ ის პარასკევს ომის შეწყვეტას არ დათანხმდება, ტრამპმა უპასუხა: „შედეგები ძალიან სერიოზული იქნება“.

No article in the selected categories