ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ზელენსკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ხვდება.

მედიის ცნობით, ლიდერები უკრაინის ომის დასრულების გზებზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, რომ 15 აგვისტოს ალასკაზე დაგეგმილი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტის წინ უკრაინის მოკავშირეებმა დონალდ ტრამპთან მორიგი ვირტუალური სამიტი გამართეს, სადაც დონალდ მოუწოდეს, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე დაიცვას უკრაინის ინტერესები.