ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 125
ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან, სიტუაცია რთულია ლეონის რეგიონში. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს დახმარებისკენ მოუწოდა, დაღუპულია ერთი მეხანძრე-მაშველი, ხოლო რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ, AEMET-მა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ხანძრის უკიდურესად მაღალი რისკია.
ესპანეთში მაღალი სიცხეები, უკვე მეათე დღეა, გრძელდება. 12 აგვისტოს ტემპერატურამ 45 გრადუს მიაღწია.
მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა 18 აგვისტომდე გაგრძელდება.

No article in the selected categories