ზელენსკი ლონდონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

აეროპორტიდან ის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან შეხვედრაზე მივიდა. სტარმერი და ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში უკვე მართავენ შეხვედრას.

„უცნობია, თუ რას განიხილავენ ლიდერები შეხვედრაზე, მაგრამ მათ შორის ისინი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ხვალინდელ შეხვედრასაც შეეხებიან“, - წერს Sky News-ი.