ვფიქრობ, პრეზიდენტი რომ არ ვყოფილიყავი, პუტინი მთელ უკრაინას დაიპყრობდა - ტრამპი

ვფიქრობ, პრეზიდენტი რომ არ ვყოფილიყავი, პუტინი მთელ უკრაინას დაიპყრობდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ლიდერის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო.

„მე რომ პრეზიდენტი არ ვყოფილიყავი, ჩემი აზრით, ის მთელ უკრაინას დაიპყრობდა, მაგრამ მე პრეზიდენტი ვარ და ის ჩემთან არ ითამაშებს“, - დასძინა დონალდ ტრამპმა