"დღეს ბავშვების ხელშია ოპოზიცია" - კობახიძე ირაკლი კუპრაძეზე

"დღეს ბავშვების ხელშია ოპოზიცია" - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო მედიის წარმომადგენლის შეკითხვას, "ლელო - ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" მიერ წარდგენილ ერთობლივ კანდიდატზე, ირაკლი კუპრაძეზე.

რაც შეეხება კონკრეტული კანდიდატის დასახელებას, ესეც სისუსტის გამოვლენაა. დღეს ბავშვების ხელშია რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მაინცდამაინც არც განათლება გამოარჩევთ, არც გამოცდილება და არც არაფერი. ეს ძალიან კარგია, სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები," - განაცხადა კობახიძემ. 

18 აგვისტოს გამართულ ღონისძიებაზე "ლელო-ძლიერმა საქართველომ" და პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს.