თავისუფლების მოედანზე ზვიად რატიანის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე ზვიად რატიანის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან. 

ცოტა ხანში აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადავლენ და სოლიდარობის ჯაჭვს შეკრავენ. მათი თქმით, ზვიად რატიანი სინდისის პატიმარია. 

თავისუფლების მოედნიდან მხარდამჭერი აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.