პირობას ვდებთ, ვინც ამ უსამართლობაში მონაწილეობს, თავად მიეცემა პასუხისგებაში - ძლიერი საქართველო

ივანიშვილის მსახურმა სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა სისტემის მორჩილება რუსული რეჟიმის მიმართ და სინდისის პატიმრებს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, აღნიშნულია რომ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ პოლიტიკური გუნდი აგრძელებს ბრძოლას სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად მათ შორის საერთაშორისო ველზე,

„ძლიერი საქართველო- ლელოს“ წევრების, ვეფხია კასრაძის და ვასილ კაძელაშვილის საქმეზე სასამართლოს დღეს უკან დახევა მოუწია და ბრალის აბსურდულობის გამო იძულებული გახდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდება გადაეკვალიფიცირებინა, თუმცა 2 წლით და 6 თვით ისინი მაინც პატიმრობაში გაუშვა.

დღეს გამოცხადებული განაჩენით დადასტურდა, რომ არანაირ ჯგუფურ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და ის ბრალი რაც სასამართლომ დაადგინა, ასეთივე აბსურდულია, რაც კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ სინდისის პატიმრების მიმართ რეჟიმი პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ პოლიტიკური გუნდი აგრძელებს ბრძოლას სინდისის პატიმრების გასათავისუფლებლად მათ შორის საერთაშორისო ველზე, რომ ეს რეჟიმი იყოს ბოლომდე არაღიარებული და დელეგიტიმირებული.

ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, სანამ ყველა უკანონო პატიმარი არ გათავისუფლდება და ეს რეჟიმი არ დასრულდება!

პირობას ვდებთ, რომ ვინც ამ უსამართლობაში მიიღო მონაწილეობა, ძალოვანი იქნება ის, თუ მოსამართლე, თავად მიეცემა სამართლებრივ პასუხისგებაში! - აღნიშნულია ინფორმაციაში.