საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

აქციების დროს დაკავებულ საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტს თავდაპირველად პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა 24 ივლისს პროკურატურამ მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლზე გადაუკვალიფიცირა.

საბოლოოდ, საბა სხვიტარიძე დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ან შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე.