როგორ შეიძლება, ადამიანის სიკვდილი გაგიხარდეს, მტერიც რომ იყოს - კალაძე

სამწუხაროდ, საქართველოშიც ბევრი იყო ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელი, ვინც წარმოუდგენელ სტატუსებს წერდნენ და განცხადებებს აკეთებდნენ გუშინ, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე კონსერვატიული შეხედულებების ამერიკელი ბლოგერის,  დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერის, ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს.

მისი თქმით, მტერიც რომ იყოს, ადამიანის სიკვდილი არავის უნდა უხაროდეს.

„როგორ შეიძლება, ადამიანის სიკვდილი გაგიხარდეს, არ აქვს მნიშვნელობა, რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს, მტერიც რომ იყოს. წარმოუდგენელია, გარდაცვლილ ადამიანზე ასეთი რაღაცები დაწერო, რაც გუშინ ვიხილეთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.