შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებული არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ამოცანაა, ასევე, შეიქმნას მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის.
„ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ბატონ რევაზ სოხაძესთან ერთად შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. გამოწვევები არის ორივე მიმართულებით და ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ პრაქტიკა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ასევე, ჩვენი ამოცანაა, რომ შევქმნათ მაქსიმალურად სამართლიანი კონკურენციის პირობები ყველა კომპანიისთვის და აქაც კონკრეტულ დეტალებზე გვქონდა საუბარი. მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია. ეს ყველაფერი დაგვეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებაში. მადლობას გადავუხდი საქართველოს ბიზნესასოციაციას და ყველა კომპანიის წარმომადგენელს, ამ შეხვედრაში მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
საქმის კონკრეტულმა ფიგურანტმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში შემოტანილი იქნა უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერების უკრაინიდან შემოტანის საქმეს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან დასანანი.
„ზოგადად, ასეთი უხეში დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არის ძალიან დასანანი, თუმცა ეს რა მოსატანია, როდესაც ჩვენ ვისმენდით უკრაინელი მაღალჩინოსნების პირდაპირ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურდათ საქართველოში ეხილათ მეორე ფრონტი. ეს დამოკიდებულება არის დასანანი. ჩვენ ვრჩებით უკრაინის ხელისუფლებასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, გამომდინარე იმ ვითარებიდან, რომელიც ჩვენს მეგობარ ქვეყანაშია შექმნილი“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა
როგორც 11 სექტემბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“.
სუს-ის ინფორმაციით ოპერატიული მასალების მიხედვით, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ბოლო ადგილად იკვეთება თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.