სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
მარგველაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, 8 სექტემბერს უკანონოდ დააკავეს.
"ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუს-ში.