სლოვაკეთში ძიუდოში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბრინჯაოს მედლისათვის ერთმანეთს ლუკა ქარელიშვილი (-90 კგ) და ლუკა ჯავახიშვილი (-90 კგ) დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ლუკა ჯავახიშვილის გამარჯვებით დასრულდა.
მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე ლუკა ჯავახიშვილმა რუმინელი დავით გრილა, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ასლინ კოცოევი და სერბი ბორის რუტოვივი დაამარცხა, ნახევარფინალი კი პოლონელ დერეკ მატკაზთან დათმო.
ახალგაზრდა სპორტსმენები ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.