ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის 1/8 ფინალში დღეს საფრანგეთს დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩს დღეს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე საფრანგეთი იქნება.

თამაში რიგაში გაიმართება და თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება.

ალექსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში 12 კალათბურთელია: რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე.