ჩხოროწყუში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან 60 წლამდე ქალი და მისი ხანდაზმული დედა.

ამ დროისთვის ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია.  შსს-ს ინფორმაციით, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს