1 იანვრიდან 100 ლარით დაჯარიმდებიან იმ მანქანის მძღოლები, რომელთა წარმოქმნილი ხმაური ნორმას აღემატება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 86
1 იანვრიდან 100 ლარით დაჯარიმდებიან იმ მანქანის მძღოლები, რომელთა წარმოქმნილი ხმაური ნორმას აღემატება. შესაბამისი ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა.
ცვლილების მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. განმეორებით იგივე ქმედება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ხოლო მესამე ჯერზე იგივე ქმედება დაჯარიმდება 300 ლარით.
ცვლილება 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
