სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი ლიკვიდირებულია
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 80
სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები და კრიმინალისტები რჩებიან.
ასევე, ტერიტორიაზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ სავაჭრო ობიექტზე სხვადასხვა ფართს ფლობენ და მუშაობენ. მათი განცხადებით, არ აქვთ ინფორმაცია, დაზიანდა თუ არა მათი სამუშაო სივრცე და საქონელი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დამწვარია 300 კვადრატული მეტრი ფართი.
„ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. შეტყობინების მიღების შემდეგ, დაახლოებით ხუთ წუთში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. მობილიზებული იყო 17 სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან მოხდა 20-მდე მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია. დაშავებული არავინ არის. დამწვარია სარესტორნო ფართის დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
