ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა – დაიღუპა ერთი ადამიანი

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. ცხედარი მაშველებმა ჩამონგრეული კონსტრუქციიდან ამოიყვანეს.

ინტერპრესნიუსი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა.