ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა

ზურა ჯაფარიძე სკუტერით გადაადგილდებოდა რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.  ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კლინიკაშია მოთავსებული და გამოკვლევები უტარდება. 

პოლიტიკოსმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა: 

"სკუტერზე მანქანა დამეჯახა, კარგად ვარ. 

მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს, კლინიკაში ვარ კვლევებზე. 

პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო. 

სად მოხდა, ვინ იყო, იქ რა მოხდა, არაფერი მახსოვს ჯერ. 

პ.ს. კეთილს და ბოროტს ისევ ვარჩევ

რუსეთი რომ იტ&&ვნება, ეგეც მახსოვს"