16 ივლისს საინგილოში, ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალაში გაიხსენეს 2020 წლის ყარაბახის ომში დაღუპული აზერბაიჯანის მოქალაქე ინგილო ქართველი ჯარისკაცი იმამ ალიევი. იგი დღეს 28 წლის გახდებოდა. ყარაბახის ომის გმირის ოჯახის წევრები, სოფელ ითითალის სკოლის წარმომადგენლები და თანასოფლელები დღეს ითითალაში, მის საფლავთან შეიკრიბნენ და მისი თავდადადება და მამაცობა გაიხსენეს. „შენ არ ხარდავიწყებული!“ - წერს სოციალურ ქსელში ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალის სკოლის (ეს სკოლა დაამთავრა იმამ ალიევმა) ფეისბუქის გვერდი.
22 წლის იმამ ალიევი 2020 წლის 7 ოქტომბერს ყარაბახის ომში დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 2020 წლის 4 ოქტომბერს ყარაბახის ომში დაიღუპა მეორე ინგილო ქართველიც - ისმაილ ირაპოვი, რომელიც ზაქათალის რაიონში, მის მშობლიურ დაბა ალიაბადშია დაკრძალული. სომხეთ-აზერბაიჯანის 2020 წლის ყარაბახის მეორე ომში ზაქათალის, კახისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრები მრავალი აზერბაიჯანის მოქალაქე ინგილო ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა, რომელთაგან ზოგიერთი ახლაც კი აგრძელებს მკურნალობას.
აღსანიშნავია, რომ არაერთი ინგილო ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა სომხეთ-აზერბაიჯანის პირველ ყარაბახის ომშიც (1991-1994). ყარაბახის ომის ინგილო გმირების სახელებს ატარებს ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალის, ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულისა და დაბა ალიაბადის #1 საჯარო სკოლები. სამწუხაროდ, ყარაბახის ომებში დაღუპული ინგილო ქართველი გმირების შესახებ ინფორმაცია ქართულისაზოგადოებისა და მედიისთვის თითქმის არაფერია ცნობილი. ეს თემა დღემდე არაა გამოკვლეული ქართველი მკვლევარებისა თუისტორიკოსების მიერ, თუ არ ჩავთვლით წლების წინ, გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ გამოქვეყნებულ სტატიას ყარაბახის ომის ინგილო ქართველი გმირების შესახებ.
ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებშიმცხოვრებ ეთნიკური ქართველებისუმრავლესობას (იშვიათი გამონაკლისისგარდა) საბჭოთა პერიოდში პასპორტებშიძველი ინგილოური, ქართული გვარებიაზერბაიჯანული გვარებით შეუცვალეს. სამწუხაროდ, ასე იქცა ქევხიშვილი „ველიევად“ „შაბანოვად“, „მამედოვად“,იაშვილი „ჰუსეინოვად“, „აბდურახმანოვად”, ნატროშვილი, ანდრიაშვილი „მურადოვად“, ტატიშვილი „ბალაჯაევად“, ზურაშვილი „დედეევად“, მამულაშვილი „სემედოვად“, ბიჭიკაშვილი, თოხლიაშვილი „შაბანოვად“,ჯათაშვილი „აბდულაევად“, ნოვრუზაშვილი „ნოვრუზოვად“ რამაზაშვილი „რაგიმოვად“, „რამაზანოვად“, ნაცვლიშვილი „ჰაჯიმურადოვად“ და ა. შ. ზაქათალისა დაბელაქნის რაიონებში დღემდე ასევე პრობლემატურია ახალშობილისთვის ქართული სახელების დარქმევაც.
ავტორი: გიორგი კერესელიძე