ახალქალაქის სოფელ აზავრეთში, საკუთარ სახლში 55 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში, საკუთარ სახლში 55 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი გამოცემა სამხრეთის კარიბჭეს ინფორმაციით, კაცს ყელის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. შემთხვევა 14 ივლისს მოხდა.

 გამოძიება სსკ-ის  108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.