საგარეჯო-ბადიაურის ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი დაიღუპა, დაშავდა ერთი მგზავრი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
დამატებით დეტალები უცნობია.