საქსტატმა 2025 წლის 9 თვის იმპორტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქონლის იმპორტი წინა წელთან შედარებით 9.7%-ით გაიზარდა და მან 13.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმპორტის მატება ერთის მხრივ განაპირობა ავტომობილების იმპორტის 10%-იანმა მატებამ. მთლიანობაში წელს საქართველომ 2.8 მილიარდი დოლარის ავტომობილები შეიძინა, საიდანაც $2 მილიარდი დოლარის ავტომობილები რეექსპორტზე გავიდა. მეორე ადგილზეა ნავთობის იმპორტი 972 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 1%-ით არის შემცირებული. მესამე პოზიციაზეა 511 მილიონი დოლარით მედიკამენტები, მეოთხეზე კი ხელოვნების ნიმუშები 481 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 164 ათასი პროცენტით არის გაზრდილი. აღნიშნული საქონელი ბიძინა ივანიშვილის კოლექციის ქვეყანაში გადმოტანის ოპერაციას უკავშირდებოდა. მის გარეშე იმპორტის მთლიანი მოცულობა ფაქტობრივად ნახევარი მილიარდი დოლარით ნაკლები იქნებოდა.
რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, პირველ ადგილს 1 მილიარდი დოლარით აშშ იკავებს, საიდანაც საქართველო მეორად ავტომობილებს ყიდულობს. აღნიშნული ავტომობილები ქვეყანაში ძირითადად შემდგომი რეალიზაციის (რეექსპორტის) მიზნით შემოდის.
2025 წლის 9 თვის იმპორტის სტატისტიკა:
# საქონელი მილიონი დოლარი - 2025 წლის 9 თვეში ზრდა/კლება წინა წელთან
1 მსუბუქი ავტომობილები $2,805 10%
2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $972 -1%
3 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული $511 10%
4 სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული $481 164,080%
5 ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები $297 8%
6 სატელეფონო აპარატები და აპარატები ხმის ან სხვა მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის $234 2%
7 სატვირთო ავტომობილები $121 -24%
8 სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან $116 -6%
9 გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები $110 -51%
10 წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე $102 -29%
11 დანარჩენი საქონელი – სულ $7,645 8%