ავტომობილები, ძვირფასი ლითონები, სპირტიანი სასმელები - საქართველოს საექსპორტო TOP-10

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 5.8 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ით მეტია.

საქონელს შორის პირველ ადგილს ტრადიციულად მსუბუქი ავტომობილები იკავებს, რომლის ექსპორტიც წელს 14%-ით, 2.28 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. აქედან ყველაზე მეტი მოცულობით ექსპორტი ყირგიზეთში ხორციელდება, რაც 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ექსპორტში მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები 292 მილიონი დოლარის ოდენობით, ამასთან აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი წელს 47%-ით გაიზარდა, რაც ოქროს ფასის რეკორდულ მატებას უკავშირდება. მესამე პოზიციას კი 230 მილიონი დოლარით სპირტიანი სასმელები იკავებს. აღნიშნულ საქონლის ექსპორტში 5%-იანი კლებაა, ღვინის ექსპორტში კი 8%-ის შემცირებაა და ექსპორტის მოცულობა 218 მილიონ დოლარს შეადგენს.

საქართველოს 10 უმსხვილესი საქონლის ექსპორტის სტატისტიკა
#    საქონელი    ექსპორტი 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში    სხვაობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1    მსუბუქი ავტომობილები    $2.28 მილიარდი დოლარი;    14%
2    ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები    $292 მილიონი დოლარი;    47%
3    სპირტიანი სასმელები    $230 მილიონი დოლარი;    -5%
4    ყურძნის ნატურალური ღვინოები    $218 მილიონი დოლარი;    -8%
5    ფეროშენადნობები    $175 მილიონი დოლარი;    -44%
6    მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე    $145 მილიონი დოლარი;    1%
7    მინერალური და გაზიანი წყლები, შაქრის შემცველობით    $145 მილიონი დოლარი;    23%
8    თხილი და სხვა კაკალი    $116 მილიონი დოლარი;    56%
9    აზოტოვანი სასუქები    $101 მილიონი დოლარი;    3%
10    სამკურნალო საშუალებები დაფასოებული    $101 მილიონი დოლარი;    7%
11    დანარჩენი საქონელი – სულ    $2 მილიარდი დოლარი;    4%
ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.4% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი, ყაზახეთი და რუსეთი.