2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის მთავარი მდგენელი სურსათის ფასების მატებაა, რამაც მაისში 5.2% შეადგინა. მეორე პოზიციაზეა ტრანსპორტის ჯგუფი, რაც საწვავის ფასების მატებას უკავშირდება. საწვავის ფასის მიმართულებით ზრდა 22.7%-ს შეადგენს.
გთავაზობთ ინფორმაციას მაისში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების შესახებ:
მწვანე ლობიო - წლიურად გაძვირდა 118.87%-ით
ქლიავი - წლიურად გაძვირდა 79.92%-ით
ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - წლიურად გაძვირდა 53.76%-ით
დიზელის საწვავი - წლიურად გაძვირდა 47.99%-ით
გაზეთი - წლიურად გაძვირდა 41.35%-ით
მსხალი - წლიურად გაძვირდა 36.83%-ით
პომიდორი - წლიურად გაძვირდა 36.74%-ით
წიწაკა - წლიურად გაძვირდა 32.91%-ით
შებოლილი თევზი - წლიურად გაძვირდა 31.20%-ით
ჟურნალი - წლიურად გაძვირდა 29.57%-ით
ფასების ყველაზე მეტი კლება კი შემდეგ პროდუქტებზე დაფიქსირდა:
კარტოფილი - წლიურად გაიაფდა 26.4%-ით
ტელევიზორი - წლიურად გაიაფდა 22.6%-ით
ნიორი - წლიურად გაიაფდა 22.13%-ით
ინტერნეტის გადასახდელი - წლიურად გაიაფდა 22.04%-ით
ფორთოხალი - წლიურად გაიაფდა 20.08%-ით
მანდარინი - წლიურად გაიაფდა 18.78%-ით
თეფში - წლიურად გაიაფდა 17.54%-ით
სარეცხი მანქანა - წლიურად გაიაფდა 16.29%-ით
მაცივარი - წლიურად გაიაფდა 15.32%-ით
ბავშვის კოლგოტი - წლიურად გაიაფდა 14.45%-ით
