დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამსაქართველოს პარლამენტის ეკონომიკურიპოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა დასამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივსხდომაზე სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშიწარადგინა.

დავით ნარმანიამ კომიტეტის წევრებს გააცნო ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების 2025 წლის ძირითადი ასპექტები, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტებიდა სემეკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებები.  კომიტეტების მიერ სემეკის ანგარიში დადებითად შეფასდა.

”2025 წელი მნიშვნელოვანი სიახლეებითა დაგანვითარების ახალი შესაძლებლობებითგამოირჩეოდა. გასულ წელს სემეკმა შეიმუშავასამწლიანი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავსინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, გამჭვირვალე და ხარჯებზე დაფუძნებული სატარიფორეგულირების უზრუნველყოფასა და კონკურენტულიბაზრების ეფექტიან ფუნქციონირებას. გარდა ამისა, კომისიამ პირველად დაადგინა მელიორაციისმომსახურების ტარიფი, განახორციელარეგულირებული საწარმოების დანახარჯებისმარეგულირებელი აუდიტი და შეამოწმაგანხორციელებული ინვესტიციები. ამასთანავე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, აქტიურად რეაგირებდა მათ პრეტენზიებზე დაიუსტიციის სახლთან თანამშრომლობით ხელსუწყობდა კომუნალურ მომსახურებებზეხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოახალგაზრდებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისსექტორების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული ინიციატივები ხელს უწყობს დარგებისმიმართ ინტერესის ზრდასა და მომავალიპროფესიონალების მომზადებას, რაც სექტორებისმდგრადი განვითარებისთვის არსებითადმნიშვნელოვანია”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე: https://gnerc.org/ge/our-commission/commission-reports/tsliuri-angarishebi