ვინ იქნება დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობაში?
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 57
თბილისის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.
დედაქალაქის მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს:
დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ვიცე-მერი კვლავ გიორგი ტყემალაძე იქნება, ხოლო დედაქალაქის მერის მოადგილეების თანამდებობას ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია და კახა აბულაძე დაიკავებენ.
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - ვლადიმერ ჭიღლაძე იქნება; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი - პაატა ტოგონიძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - ვახტანგ ლომჯარია; თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი - გოგი ჩიქოვანი; ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი აბუთიძე; იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი - სერგო ბირკაძე; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი - ირაკლი გვილავა; საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი - გაიოზ თალაკვაძე; მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი - დავით მალანია; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი - გელა ჩივიაშვილი; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი - ნიკოლოზ ჭონქაძე.
რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგებლებს, ჩუღურეთის რაიონს დავით მაქაცარია, დიდუბის რაიონს - დავით გელოვანი, გლდანის რაიონს - ბესიკ კალაძე, ვაკის რაიონს -ლევან ყიფიანი, ხოლო ისნის რაიონს აკაკი ხლაბუსტოვი უხელმძღვანელებს. კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია, მთაწმინდის - დავით კირკიტაძე, ნაძალადევის - ირაკლი ანდღულაძე, საბურთალოს - გაიოზ ვასაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კი, კახა სამხარაძე იქნება.
No article in the selected categories
