6 ნოემბერს ვაშლიჯვარსა და საბურთალოს რაიონში გაზის მიწოდება 19 000 აბონენტს შეუწყდება, სამგორის რაიონში - 12 000 აბონენტს
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 49
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ზამთრის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება ვაშლიჯვარსა და საბურთალოს რაიონში 19 000 აბონენტს შეუწყდება.
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგება შეწყდება ხვალ, 6 ნოემბრის 11:00 საათიდან 7 ნოემბრის 11:00 საათამდე, გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება პარასკევს, 7 ნოემბრის 11:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათამდე.
ქუჩების ჩამონათვალი, სადაც გაზის მიწოდება შეწყდება, იხილეთ ბმულზე.
ამასთან, გაზის მიწოდება 12 000 აბონენტს შეუწყდება სამგორის რაიონში ხვალ, 6 ნოემბრის 12:00 საათიდან 7 ნოემბრის 10:00 საათამდე.
როგორც „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება პარასკევს, 7 ნოემბრის 11:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათამდე.
ქუჩების ჩამონათვალი, სადაც გაზის მიწოდება შეწყდება, იხილეთ ბმულზე.
No article in the selected categories
