თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე სპეცტექნიკით გზები ინტენსიურად იწმინდება
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 92
მოსული ნალექის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე სპეცტექნიკის საშუალებით გზები ინტენსიურად იწმინდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით გზებზე ტექნიკური მარილი იყრება.
„სამუშაოებში 24-საათიან რეჟიმში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი, თბილისის ათივე რაიონის გამგეობების წარმომადგენლები და შესაბამისი სპეცტექნიკა.
გზის გაწმენდის სამუშაოებს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა. მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალის ქუჩებში, სადაც ამის საჭიროება იყო.
საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22“, - აცხადებენ მერიაში.
No article in the selected categories
