ტექნიკური მარილით მუშავდება გზები, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები - თბილისის მერია
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 48
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
მათივე ცნობით, ტექნიკური მარილით მუშავდება გზები, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები.
„სამუშაოებში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ათეულობით სპეცმანქანა და 150-ზე მეტი თანამშრომელი. ასევე, დედაქალაქის ათივე რაიონში გზებზე არსებულ მდგომარეობას მონიტორინგს უწევენ გამგეობების წარმომადგენლები.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, უხვი ნალექის დროს მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ ავტომობილებით. საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
No article in the selected categories
