სამგორის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სამგორის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, ე. წ. სამხედრო დასახლების მიმდებარედ, გიორგი აბაშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა. 
პროექტის ფარგლებში, 1 200  კვ.მ. ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი და ბორდიურები მოეწყო.  

პროექტის ღირებულებამ  200 000 ლარი შეადგინა.