სამგორის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

სამგორის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

ე.წ. ალექსეევკის დასახლებაში, ჟორდანიასა და ბარდაველიძის ქუჩებზე პირველი ფენით მოასფალტების  სამუშაოები მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განახორციელა და ახალი აბონენტები დააერთა, რის შემდეგაც სამგორის რაიონის გამგეობამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. 

პროექტი მიზნად ისახავს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია დაახლოებით 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარის დაგება და ბორდიურების მოწყობა.
პროექტის განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთ მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე, ზურაბ თამლიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.