სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ, ქვემო სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ, პარლამენტის დელეგატ ვარლამ ლიპარტელიანთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ზაქარია წიკლაურთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქვემო სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრების მთავარი მიზანი ადგილობრივ მცხოვრებთა საჭიროებების გაცნობა, მათ წინაშე არსებული პრობლემების მოსმენა და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივი მსჯელობა იყო.
მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრები შესაძლებლობას იძლევა, ადგილზე შეფასდეს არსებული მდგომარეობა, გამოიკვეთოს პრიორიტეტული საკითხები და მათი მოგვარება მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმოს.
კახა სამხარაძემ შეხვედრის მონაწილეებთან ერთად მოისმინა ადგილობრივი მცხოვრებლების მოსაზრებები და საჭიროებები. 
სამგორის რაიონის გამგეობა მომავალშიც გააგრძელებს მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას. შეხვედრები ეტაპობრივად რაიონის სხვა საუბნო ერთეულებშიც გაიმართება, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს, უშუალოდ შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, გააჟღერონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და მონაწილეობა მიიღონ მათი საცხოვრებელი უბნების განვითარებისთვის საჭირო პრიორიტეტების განსაზღვრაში.