სამგორის რაიონში ლიფტების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
სამგორის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, ლიფტების რეაბილიტაციას 19 მისამართზე ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამურად, დაახლოებით 1 მილიონი ლარია გამოყოფილი.
სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან ერთად, ვარკეთილი 3-ის I და II მიკრორაიონში, N18 და N23-ე კორპუსების სამგზავრო ლიფტების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს სამუშაოების მიმდინარეობისა და დეტალების შესახებ ესაუბრა.
No article in the selected categories