"ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით" - კახა კალაძე ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს

"მერია სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზეგაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისსაკითხს დეტალურად შეისწავლის და შესაძლებლობებისფარგლებში დახმარებას გაუწევს", - ამის შესახებ კახაკალაძემ სოციალური ქსელის ვიდეომიმართვაშიგანაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტიდაზარალებულ მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ არდატოვებს.

„სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე, სადაცბევრი ადამიანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, გაჩნდახანძარი, რამაც ბევრი ადამიანისთვის ძალიან დიდიპრობლემა შექმნა. დღეს ამ ადამიანების გარკვეული ჯგუფიმოსული იყო მერიაში და ითხოვდა დახმარებას. მქონდაპრემიერ-მინისტრთან საუბარი ამ საკითხთანდაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ დამავალა, რომდეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საკითხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საკითხის მოკვლევის მიზნით, დაზარალებულებთან კომუნიკაცია დაუყოვნებლივდაიწყება.

„ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე მზად არის შეხვდესსაინიციატივო ჯგუფს, ამ ადამიანებს მოუსმინოს დადავიწყოთ დეტალური მოკვლევა.  ჩვენი შესაძლებლობებისფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით დაპრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ“, - აღნიშნა კახაკალაძემ.