სისხლიანი ანგარიშსწორება მარნეულში - კაცს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 58
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით - 1986 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ე.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
No article in the selected categories
