ცხინვალში თამარ მეარაყაშვილი დააკავეს
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 56
დააკავეს ახალგორში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.
ინფორმაციას მისი დაკავების შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
თამარ მეარაყიშვილს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ.
„გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ახორციელებდა ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას რესპუბლიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას“, — აცხადებს ცხინვალი.
მეარაყიშვილი წარსულშიც იყო დაკავებული. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა გასვლა ოკუპირებული ტერიტორიიდან.
No article in the selected categories
