ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ბრალდება ოთარ ფარცხალაძისთვის წინასწარ პატიმრობასა და მის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას მოითხოვს.

ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად გუშინ, 29 დეკემბერს დაასახელა. შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა.

უწყების მტკიცებით, სწორედ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ბიზნესმენის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა ჩაიდინა.

შეგახსენებთ, უშუალოდ მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს ყოფილ სპეცრაზმელს, გელა უძილაურს. საქმეში ფიგურირებს კიდევ რამდენიმე პირი.