წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 773 ფაქტი გამოვლინდა - სატყეო სააგენტო
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 67
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა მიმდინარე წელს 877 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, წლის განმავლობაში დაფიქსირდა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 773 ფაქტი, მათ შორის, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების საქმიანობა. ე.წ. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული უკანონოდ მოპოვებული რესურსის მოცულობამ ჯამში 1 706 კუბური მეტრი შეადგინა.
ამასთან, რეგიონული სატყეო სამსახურების მიერ გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 101 ფაქტი და სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 3 შემთხვევა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, ისევე როგორც ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორის 31 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კანონდარღვევების გამოვლენის მიზნით, მონიტორინგი ხორციელდება როგორც პატრულირების, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მიმდინარე წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა ცერცვაძემ.
No article in the selected categories
