დიდგორის მიმდებარედ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ დიდგორის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.