დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. ამის შესახებ ინფორმაციას  "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. 

მათი ცნობით, მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდებათ.

 ამავე ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, კაკულიებისა და საერთაშორისო ძებნაში მყოფ ბუსა ჟვანიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა აგვისტოში ჩატარდება. როგორც ძმებ კაკულიების ადვოკატი აცხადებს, დავით კუტალაძე აცხადებს, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა.

ძმებ კაკულიებს 9-9 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.