ასპინძის მიმდებარედ 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

დღეს, 9 ივლისს ასპინძაში, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას SKnews.ge ავრცელებს.  

შემთხვევა ასპინძის ნაგავსაყრელის მიმდებარედ მოხდა. გარდაცვლილი ასპინძაში ცხოვრობდა. კაცს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდენ, დღეს დილით კი მწყემსმა ნახა.

ადგილზე მობილიზებილია პოლიცია და სამაშველო სამსახური.