ლაგოდეხში ავარიას 25 წლის კაცი ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი კაცი დაშავდა, რომელიც მეგობართან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა. მან საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
No article in the selected categories