სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - მეზობელმა 15 წლის ბიჭი დაჭრა. არასრულწლოვანს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. შემთხვევა, ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე მოხდა.
26 წლის მეზობელი ეზოში ბავშვების თამაშმა და ხმაურმა შეაწუხა, რის გამოც ჯერ მოზარდს ეჩხუბა, შემდეგ სახლიდან დანა ქუჩაში გაიტანა და სკოლის მოსწავლეს ხუთჯერ ჩაარტყა.
26 წლის კაცმა ამის შემდეგ მიმალვა სცადა, თუმცა ის პოლიციამ მალევე დააკავა. პოლიციამ ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღიც - დანა.
დაკავებულს არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან. კაცი წიანსწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და ბრალის ოფიციალურად გაცნობას ელოდება.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, არასრულწლოვანს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი არასრულწლოვანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც "პირველებს" ოჯახის წევრებსი ეუბნებიან, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
No article in the selected categories